კადრების დეფიციტის საკითხი ასეთი მწვავე აქამდე არ ყოფილა - ფერმერთა ასოციაცია
BM.GE
30.06.23 09:47
• 139
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, სოფლის მეურნეობის სექტორში მუშახელის დეფიციტის პრობლემა წელს განსაკუთრებით გამწვავებულია. როგორც რატი კოჭლამაზაშვილი განმარტავს, აგრარული მიმართულების ყველა დარგში კადრების დეფიციტია. მისი თქმით, თუ ადრე საუბარი პროფესიული კადრების დეფიციტზე იყო, ახლა ემიგრაციის ფონზე, დარგში ზოგადი მუშახელის სერიოზული ნაკლებობაა. მისივე თქმით, პროფესიულ კადრებს აგრარულ სექტორში ანაზღაურება მაღალი აქვთ.