მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კადრების დეფიციტი vs ხელფასები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის მესამე კვარტალის შედეგების მიხედვით, კვალიფიციური კადრი და სამუშაო ძალა მთავარი პრობლემაა, რაც ბიზნესს ყველაზე მეტად აწუხებს. 

მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ბაზრის მოლოდინები პოზიტიურია, სექტორს კადრების კუთხით ყველაზე მეტად უჭირთ. კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რონ ბაზარზე იმდენად მაღალია კონკურენცია, რომ მსხვილი პროექტები ვერ ხორციელდება. ამავე BAG ინდექსის მიხედვით წლის ბოლომდე მოსალოდნელია დარგში ხელფასების ზრდაც, თუმცა თუ საქსტატის 2022 წლის მედიანური ხელფასების მაჩვენებლებსაც ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ სამშენებლო სექტორში საშუალო ხელფასი 1500 ლარს არ სცდება. წლიდან წლამდე შრომით ბაზარზე გაუარესებული მდგომარეობის ფონზე როგორია ბიზნესის ქცევა და რაში ხედავენ გამოსავალს?

სტუმარი: ბესო ორთოიძე - “არსის” გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები