საქართველოს ბაზარზე გაჩნდა ისეთი დაწესებულებები, რომლებიც მომხმარებელს ქართულ ენაზე აღარ ემსახურებიან და მომსახურებას მხოლოდ უცხო ენაზე სთავაზობენ. HR კომპანია “ინსორსის” დამფუძნებელი მედეა ტაბატაძე ამ პრობლემის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ქვეყნიდან მუშახელის გადინებას და მათი იმპორტირებული კადრებით ჩანაცვლებას ასახელებს.
როგორც ის BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ განმარტავს, იმპორტირებული მუშახელის პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში მუშაობს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ თანამშრომლებს იმ ენაზე არ შეეძლოთ მომსახურების გაწევა, სადაც ისინი მუშაობენ.
მისივე თქმით, საქართველოში ამ პრაქტიკის გამოცდა მიმდინარეობს და ის ეტაპობრივად უფრო აქტიური იქნება.
„ზოგადად სამუშაო ძალის დეფიციტის მოგვარების ერთ-ერთ გადაწყვეტად სამუშაო ძალის შემოყვანა მოიაზრება. ეს პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში გამოცდის პროცესშია. აქ საუბარი არ არის მხოლოდ წინა ხაზის პერსონალზე, სუპერმარკეტებსა თუ კაფე-ბარებში. აქ მოიაზრება საოფისე საქმეების შემსრულებელი და მაღალანაზღაურებადი კადრებიც.
რაც შეეხება ქვეყნიდან მუშახელის გადინებას, პირველ რიგში ადამიანები ვინც ქვეყანაში სამსახურს ტოვებენ და მიდიან, ძირითადად ანაზღაურების მიზეზით მიდიან. თუმცა არის სხვა დანარჩენი მიზეზებიც, რის მოგვარებასაც მეტი ინვესტიცია სჭირდება. ამას გარდა, სჭირდება ორგანიზაციის მენეჯმენტისგან არამხოლოდ მზაობა, არამედ ცოდნა როგორ უნდა გაკეთდეს ეს“ - ამბობს სთავაზობენ. HR კომპანია “ინსორსის” დამფუძნებელი.