მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კადრების გადინება იმ შემთხვევაში გაჩერდება თუ ევროკავშირის ხელფასებს მივუახლოვდებით - „დაგი“

უძრავი ქონების პროსპექტში
BM. GE
05.08.23 19:28
168

სამშენებლო კომპანია „დაგის“ დამფუძნებლის გოგი გულორდავას თქმით, დასაქმებულების ანაზღაურება მინიმუმ 50%-ით გაიზარდა, თუმცა სექტორში კადრების უმწვავესი დეფიციტი მთავარ გამოწვევად რჩება. მიზეზი ერთი მხრივ მაღალი გადინება, მეორე მხრივ კი სამშენებლო სამუშაოების რაოდენობის  გაზრდაა. 

გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას გოგი გულორდავამ აღნიშნა, რომ კომპანიაში საშუალო ხელფასი 1500-2000 ლარია.

„ბოლო პერიოდში, 2-3 თვეა ფასების დასტაბილურება შეინიშნება. თუმცა, ზრდა პანდემიის დროს დაიწყო და იმდენად არაპროგნოზირებადი იყო, რომ ჩვენთვის მუშაობა ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო პროექტებს ვახორციელებთ. ურთულესი პერიოდი გავიარეთ ბოლო 2 წელია. გარდა იმისა, რომ მასალის ფასი გაიზარდა, ხელფასები უფრო მეტად გაიზარდა.

თუ მასალის ღირებულება 30%-ით გაიზარდა, ხელფასების ზრდა მინიმუმ 50%-იანი იყო. იმდენად ბევრია სამუშაო და იმდენად მაღალია გადინება, რომ ეს სექტორისთვის ერთ-ერთი უმწვავესი საკითხია. ჩვენ თუ მივუახლოვდებით ევროკავშირის ხელფასებს, გადინების პროცესი მხოლოდ ამ შემთხვევაში გაჩერდება. თუ დასაქმებულმა იცის, რომ იგივე აქ უნდა მიიღოს, მაშინ არავინ წავა. ჩვენთან საშუალო ხელფასი 1500-200 ლარია, მაგრამ არის 300 ლარიც და 5000-იც“, - განაცხადა გულორდავამ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები