“კადრების გადინება პრობლემაა, რომელსაც არა მხოლოდ „თეგეტა“, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ებრძვიან მსხვილი ორგანიზაციები. თუმცა ის სისტემები და მექანიზმები, რაც ჩვენ მართვის სტრუქტურაში გვაქვს, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ“, - ამის შესახებ BMG-ის „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ განუცხადა.
მისივე თქმით, 2022 წელი „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ გამოწვევებით სავსე იყო, თუმცა კომპანიამ გაფართოება მაინც მოახერხა.
„2022 ჩვენთვის ბევრი გამოწვევით აღსავსე წელი იყო. თუმცა ჩვენი გუნდის და დივერსიფიცირებული პორტფელის დახმარებით, ასევე მრავალი მიმართულებებით, რაც „თეგეტას“ ეკოსისტემას აერთიანებს, ჩვენ რეკორდულ წელს ვასრულებთ. უპრეცედენტოდ მაღალი იქნება ზრდა, ასევე ჩვენ ახალი მიმართულებები დავიმატეთ. რეგიონში გავიზარდეთ, ახალ ტერიტორიებზე მივედით“, - განაცხადა ვახტანგ კაჭარავამ.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში „თეგეტამ“ წარმომადგენლობა ახალი მულტიფუნქციური ცენტრით გააფართოვა. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიის სერვისცენტრი, რომელიც JCB-ის სტანდარტებით აშენდა, სპეციალური დანიშნულების ტექნიკასა და სატვირთო ავტომობილებს მოემსახურება.