მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კადრების ქვეყნიდან გადინების გარდა, პრობლემაა ცოდნა, რომელიც პრაქტიკაზე არაა მორგებული - დავით კერესელიძე

63e765b6a2e62
ალა ისპირიანი
11.02.23 16:30
1299
"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“ მიაჩნიათ, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტი, გაცნობიერებული პრობლემაა. როგორც "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე დავით კერესელიძემ გადაცემა #BMGDRIVE-ში თქვა, კადრების ქვეყნიდან გადინების გარდა, პრობლემაა პრაქტიკული გამოცდილების არქონა, ხოლო თეორიული და არა - პრაქტიკაზე მორგებული ცოდნა ძალიან მოძველებულია.

„დიდი ხანია მუშაობა მიდის, გავიაზროთ ამ ნაწილში სად გვაქვს პრობლემა. კვალიფიციური კადრების პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის. სხვადასხვა ქვეყანაში კვალიფიციური კადრების გადინება იმის მიხედვით ხდება, სად უფრო მეტი ადამიანური რესურსის მობილიზება და უფრო მაღალი ანაზღაურების გადახდა ხდება. საქართველოში, ძირითადად, გადინების ტენდენცია შეინიშნება და როცა ადამიანი განვითარების პოტენციალს ქვეყნის გარეთ ხედავს, ცდილობს, წავიდეს. კარგი სიტყვაა ცირკულარული მიგრაცია თუ ისე მოხდება, რომ ეს ადამიანები უკან დაბრუნდებიან, კარგია, მაგრამ სანამ ადამიანები დიდი რაოდენობით გადიან და უკან ნაკლებად ბრუნდებიან, ეს სერიოზული პრობლემაა.

კადრების მიწოდება უნდა იყოს ბაზრის მოთხოვნების ადეკვატური და მთავარია, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. თეორიული, არაპრაქტიკაზე მორგებული ცოდნა ძალიან მოძველებულია.

ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვები საწყის ეტაპზევე - სკოლიდანვე, სწორად იზრდებოდნენ. მათ შესაძლებლობები უნდა დაინახონ და გაბედონ, რომ რაღაც შეცვალონ. ეს გაცნობიერებული პრობლემაა და ყველას გვაქვს სამუშაო“, - განაცხადა "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები