მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კაფე-ბარებში თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში, ობიექტის მეპატრონეს პატრულის გამოძახება მოუწევს"

5908ac60d9672
ელენე გოგბერაშვილი
02.05.17 20:00
1276
"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მხრიდან მეორე მოსმენით დამტკიცებულია. პროექტის მიხედვით, დახურულ შენობებში მოწევა 2018 წლის 1-ლი მაისიდან უნდა აიკრძალოს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიზე აცხადებს, კანონის მოთხოვნების დაცვაზე ორგანიზაციების ხელმძღვანელობა ან ობიექტის მეპატრონეები იქნებიან. კანონს ადმინისტრირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური გაუწევს. შესაბამისად, თუ კლიენტი თამბაქოს მოწევის აკრძალვას არ დაემორჩილება ობიექტის მეპატრონეს პატრულის გამოძახება მოუწევს.

"პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნების დაცვაზე ექნება ორგანიზაციების ხელმძღვანელობას ან ობიექტის მეპატრონეებს. თუ კლიენტი ან დაქირავებული არ დაემორჩილება კანონიერ მოთხოვნას, ამ შემთხვევაში პატრულის გამოძახება უნდა მოახდინოს მეპატრონემ. იურისიული პირი ამ შემთხვევაში თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. თუ არ გამოიძახა მისი პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ადმინისტრაციული კანონდარღვევათა კოდექსით; 500 ლარი პირველი დარღვევისთვის და 1000 ლარი მეორე დარღვევის შემთხვევაში. ფიზიკური პირის შემთხვევაში პირველი დარღვევისთვის 50 ლარი, განმეორებით დარღვევისთვის კი 100 ლარია გათვალისიწნებული", - განმარტავს აკაკი ზოიძე.

კანონპროექტის მიხედვით, დახურულ შენობებში მოწევა 2018 წლის მაისიდან, თამბაქოს პროდუქციის რეკლამრირება კი 2018 წლის 1 სექტემბრიდან აიკრძალება. ბიზნესს თამბაქოს შეფუთვის შეცვლა 2019 წლის 1 იანვრიდან მოუწევს. რაც შეეხება თამბაქოს შიდა განლაგებას და სტადიონებზე მოწევის აკრძალვას, რეგულაციების აღნიშნული მუხლები ძალაში 2020 წლიდან შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები