ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება „საზღვაო უსაფრთხოების ძლიერი საერთაშორისო კოალიციის“ შექმნის აუცილებლობაზე მიუთითებს.
ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე კალასს არ დაუკონკრეტებია, თუ რა იქნება მსგავსი კოალიციის უშუალო ფუნქციები, თუმცა ხაზი გაუსვა ნავიგაციის თავისუფლების მნიშვნელობას.
მისი თქმით, ევროკავშირი მხარს არ დაუჭერს არანაირ შეთანხმებას, რომელიც შეზღუდავს „სრუტეებში თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.
ჰორმუზის სრუტე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო არტერიაა, რომელზეც გლობალური ნავთობის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის. რეგიონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადის ამოქმედების შესახებ გამოაცხადა.




























