კაიმანის კუნძულებმა 7,3 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინეს.
კაიმანი გაერთიანებული სამეფოს სანქციებს მიჰყვება, რომლის ფარგლებშიც 800-ზე მეტი აქტივის გაყინვა მოხდა.
როგორც caymancompass წერს, ადგილობრივმა ფინანსური სერვისების მიმწოდებლებმა კაიმანის ფინანსური ანგარიშგების ორგანოს (FRA), რომელიც პასუხისმგებელია სანქციების აღსრულებაზე, 400-ზე მეტი ანგარიშის ფორმა გადასცეს.
გამოცემის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უახლესი სანქციები, რომელიც მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე სავაჭრო ზომებს და ზღუდავს კონკრეტულ ფინანსურ მომსახურებას მათ შორის რუსეთის ცენტრალურ ბანკთან, ძალაში 2022 წლის 14 აპრილს შევა.
სანქციების ზომები გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, კაიმანის კუნძულებზეც ვრცელდება.




























