ბოლო ერთი წლის განმავლობაში კაკაოს ფასი 114%-ითაა გაზრდილი. კაკაოს გაძვირებას ის ფაქტი განაპირობებს, რომ დასავლეთ აფრიკაში მოსავალი შემცირებულია, ამან კი საერთაშორისო ბაზარზე დეფიციტი გამოიწვია. ერთკვირიან პერიოდში გაძვირების მაჩვენებელი 16%-ს აჭარბებს.
ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ის ფაქტი, რომ შოკოლადის უმსხვილესმა საწარმოებმა ბაზარზე არსებული კაკაოს მოსავლის პანიკური შესყიდვა დაიწყეს, ამან კი სწორედ ამ 114%-იან გაძვირებამდე მიგვიყვანა.
ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ განაში და კოტ-დ’იუვარში, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით კაკაოს აწარმოებენ, ელ-ნინოს გლობალური ფენომენის გამო, ნიადაგი ზედმეტად გამოშრა, ამან კი კაკაოს მოსავალი მნიშვნელოვნად დააზიანა.