მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კაკაოს შესასყიდმა ფასმა 30%-ით მოიმატა" - გაძვირდება თუ არა Mouth Melters-ის შოკოლადები?

Mouth Melters

შოკოლადის ადგილობრივი მწარმოებელი, კომპანია Mouth Melters-ის დამფუძნებელი ერეკლე ლოლაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ბაზარზე შექმნილი დეფიციტის გამო, კომპანიას კაკაოს შესასყიდი ღირებულება წინა წელთან შედარებით, 30%-ით გაუძვირდა. მისივე ინფორმაციით, კაკაოს იმპორტს კომპანია ბელგიიდან ახდენს.

"კაკაოს შესყიდვის მიმართულებით გარკვეული გამოწვევები იყო, რადგან შესასყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 30%-ით გაგვიძვირდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით ფასები 100%-ითაა გაზრდილი. ამ ეტაპზე, იქიდან გამომდინარე, რომ მარაგები გვქონდა, ფასები შევინარჩუნეთ. თუმცა, მომავალ 2 თვეში, შესაძლოა ფასების მიმართულებით გარკვეული ცვლილებები გვქონდეს.

ექსპორტი ბელგიიდან გვაქვს. სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისიდან, ნედლეულის ფასები შესაძლოა, იგივე ნიშნულს დაუბრუნდეს ან ფასებს კლების ტენდენცია ჰქონდეს",-აცხადებს ლოლაძე.

ინფორმაციისთვის, შოკოლადის სახელოსნო მცხეთაში, სოფელ მისაქციელში მდებარეობს და მასში 60 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში ამ ეტაპზე, დაახლოებით 7 ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები