"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ "რუსთავი 2"- ის ეთერში ისაუბრა, რატომ გაჭიანურდა ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია.
როგორც ის ამბობს, მეტროში რთული მდგომარეობა იყო და საჭირო გახდა სპეციალისტების "გარედან მოწვევა", რადგან ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დიდი პრობლემაა.
"სამუშაოების პროექტი რომელიც უნდა დაგვეწყო გაგვაჩერებინეს, კატასტროფას აკეთებთო. ეს გარედან მოწვეული სპეციალისტები დღემდე გვეხმარებიან. ჭერი რაც ჩამოინგრა, გამოფიტული იყო და მისი დასკანერება მოხდა შესაბამისი ტექნიკით და მიდიოდა სამუშაოები, რომ ჭერი მოწესრიგებულიყო და ყველანაირ სიმძიმეს გაუძლოს", - განაცხადა განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ახაწლამდე სამუშაობი მთლიანად დამთავრებული იქნება.
მან ასევე ისაუბრა, ვაგონების ჩანაცვლების პროექტზე და თქვა, რომ ახალი ვაგონები 2026 წლიდან შემოვა.
"დავიწყეთ ვაგონების ჩანაცვლების პროექტი, გვყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია. არასდროს არავის ხელი რომ არ დაუკარებია ძალოვან კაბელებზე, ჩვენ მთლიანად ჩავანაცვლეთ. გამნიავებელი სისტემის აგრეგატები მთიანად განვაახლეთ. შემდეგი ეტაპი სადგურების განახლება-რეაბილიტაციაა. უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, გამოვაცხადეთ საერთაშორისო ტენდერები და უცხოური გამოცდილი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას, რადგან საქართველოში ამ მხრივ სერიოზული პრობლემა გვაქვს და არ გვყავს შესაბამისი კვალიფიციური კადრები და კომპანიები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.




























