მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახა კალაძე ქრთამის აღების ფაქტზე, "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლის დაკავებას გამოეხმაურა

კალაძე და სანიოლი

კახა კალაძე მედიასთან ქრთამის აღების ფაქტზე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლის დაკავებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტულია და ყველა დანაშაულს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ჩვენი დამოკიდებულება იცით - კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებების გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. არავის ეპატიება დანაშაული და კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ყველა დანაშაულს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი გუშინ დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს. კერძოდ, ბრალდებული ქ. თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებისგან, კონტროლის ღონისძიებების თაობაზე წინასწარი ინფორმაციის მიწოდების, დაჯარიმებისგან თავის შეკავებისა და ჩამორთმეული საქონლის უკან დაბრუნების სანაცვლოდ, ხსენებულ გარემოვაჭრეებთან დაკავშირებული პირებისგან ორ კვირაში ერთხელ 3 000 ლარს ითხოვდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები