მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია და არ აქვს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება, თუმცა ის ხშირად არღვევს კონსტიტუციას

კახა კალაძე პრეზიდენტი

„მას არანაირი უფლება არ აქვს პოლიტიკურ პროცესებში ანუ საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა. ის არის პრეზიდენტი, თუმცა ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, რომ ის ჩვეულებრივად არღვევს კონსტიტუციას“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა იმ კითხვაზე პასუხად, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციის სათავეში ჩადგომის გადაწყვეტილებას ეხებოდა.

თბილისის მერის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება რეალურად არაფერს შეცვლის და მომავალ არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვების შანსი ისევ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ექნება.

„იმის ნაცვლად, რომ პირველი იყოს, ვინც იცავს კანონს, კონსტიტუციას, არის პირველი დამრღვევი კონსტიტუციის და არც ის გამიკვირდება, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას, თუმცა ეს არაფერს არ შეცვლის, სადაც უნდა, ვისთანაც უნდა და როგორც უნდა, იქ იყოს სალომე ზურაბიშვილი, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ის გუნდი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად გაიმარჯვებს, მიაღწევს წარმატებას, რაც სჭირდება დღეს ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს, შეინარჩუნებს სიმშვიდეს, მშვიდობას. სხვა, რაც შეეხება დანარჩენ რადიკალურ პარტიებს, ისინი ეცდებიან და მათი მთავარი მიზანი იქნება, როგორმე გადალახონ საარჩევნო ბარიერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები