თბილისის მერი, პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი აბუ-დაბიში იმყოფება. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კალაძე ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობის გამო, ამ დროისთვის, საქართველოში ჩამოფრენას ვერ ახერხებს.
„თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს გამოფრენას“, - აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის, აბუ-დაბის ხელისუფლების ინფორმაციით, 1 მარტს გაანადგურეს დრონი, რომლის სამიზნეც ზაიედის საერთაშორისო აეროპორტი იყო. დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 7 ადამიანი. ირანის იერიშების შედეგად დაზიანდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტიც - დაშავდა აეროპორტის ოთხი თანამშრომელი.
აღსანიშნავია, რომ ათასობით რეისი გაუქმდა, რაც Covid-19 პანდემიის შემდეგ გლობალური მგზავრობის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ შეფერხებას წარმოადგენს.
ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმებისა და თეირანის საპასუხო ნაბიჯების ფონზე, საქართველოში ფრენების ნაწილი გაუქმებულია.




























