თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბია განთავსებული, ანტისახელისუფლებო აქციის მონაწილეებსა და ოცნების მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებაა.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ხელისუფლების მხარდამჭერები სასტუმრო საქართველოსთან რამდენიმე მანქანით რკინის ჯოხებით შეირაღებულები მივიდნენ და დემონსტრანტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკურად გაუსწორდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეებს. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის ერთ-ერთი ხმა თაკო ხელაძე. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ ნეტგაზეთის ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს აგინა და საქმიანობაში ხელი შეუშალა. ე.წ. “ტიტუშკები” გაუსწორდნენ უცხოელ ჟურბალისტსაც.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია. დემონსტრანტებს შორის არიან ნაცემები.




























