KPMG საქართველოს მმართველი პარტნიორი კახა რუხაძე KPMG-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის საგადასახადო და იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნა.
KPMG-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუხაძე აღნიშნულ თანამდებობას 2026 წლის იანვრიდან იკავებს. ის ასევე იქნება KPMG CCA-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრიც.
KPMG კავკასია და ცენტრალური აზია (KPMG CCA) აერთიანებს ოფისებს ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში. ის რეგიონი წარმოადგენს ფართო და სტრატეგიულად მნიშვნელოვან საგადასახადო და იურიდიულ პრაქტიკას.
"მისი 20-წლიანი კარიერა KPMG-ში გამოირჩევა მაღალი შედეგების მქონე გუნდების შექმნით, ლიდერული გამოცდილებითა და რეგიონული ზრდის მკაფიო ხედვით. კახა რუხაძის სიღრმისეული გამოცდილება ინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს KPMG-ის საგადასახადო და იურიდიული სტრატეგიის განვითარებაში კავკასიისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით", - აცხადებენ კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, რუხაძე კვლავ გააგრძელებს საქმიანობას KPMG საქართველოს მმართველი პარტნიორის პოზიციაზე.

























