მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახეთის პოლიციამ 4 პირი დააკავა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მარიხუანა“ - შსს

2112

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

დაკავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ო.ა. და 1998 წელს დაბადებულები: რუმინეთის მოქალაქე ა.ნ., ერითრეას მოქალაქე ფ.მ., იორდანიის მოქალაქე ი.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ასევე, ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 273 -ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს",- აღნიშნავენ შსს-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები