მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში ახალი წყალსაცავის მოსაწყობად ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაა დაგეგმილი - სამინისტრო

ტყიბულის წყალსაცავი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში ახალი წყალსაცავის მოსაწყობად ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაა დაგეგმილი.

უწყების ცნობით, აღნიშნულ საკონსულტაციო მომსახურებაზე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი.

„საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ილტოზე, ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების სარწყავი წყლის რესურსებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით ახალი საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობის მიზანშეწონილობის დასადგენად, დაგეგმილია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ითვალისწინებს როგორც არსებული კვლევებისა და ტექნიკური მასალების შესწავლას, ასევე ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების ჩატარებას და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადებას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახეთში წყალსაცავის აშენება იგეგმება - ოთარ შამუგია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები