2-3 მარტს, კახეთში, 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი - “Culinary Connection Euskadi-Georgia” ჩატარდება. კონგრესის ფარგლებში მოეწყობა პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები გაუძღვებიან. ღონისძიება 250-ზე მეტ ადამიანს უმასპინძლებს. კონგრესზე მოწვეულები იქნებიან საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულები. ბასკეთი-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი, მიზნად ისახავს არა მხოლოდ კულინარიულ ოსტატობის, არამედ - ენოგასტროტურიზმისა და ქართული სამზარეულოს განვითარებას.
გასტრონომიულ კონგრესს გაუძღვებიან და მასტერკლასებს ჩაატარებენ ბასკეთისა და საქართველოს წამყვანი რესტორნებისა და სასტუმროების მასტერშეფები და სომელიეები. კონგრესის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიული ცენტრის წარმომადგენლები, ბასკი შეფები და სომელიები იმოგზაურებენ კახეთში, სადაც, ქართველ შეფებთან ერთად, დააგემოვნებენ ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს.
სტუმარი: დავით სონღულაშვილი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე