მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში ორგანული სასუქის საწარმო ამოქმედდა - ინვესტიცია $500 000-ია

ბიოვიტა

კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა.

აღნიშნულ საწარმოში,სადაც ორგანული სასუქის წარმოება დაიწყო, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მიშელ კოშიელსკი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ახლად გახსნილ საწარმოში იმყოფებოდნენ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოქმედმა შპს „ბიოვიტამ“ ორგანული სასუქის საწარმოს შექმნისათვის $500,000-ის ინვესტირება განახორციელა. კომპანიამ ისარგებლა სოფლის განვითარების სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტითა და Usaid-ის სოფლის განვითარების პროგრამის
გრანტით.

საწარმოში, სადაც 1,000 ტონა სასუქი იწარმოება 5 ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ შპს „ბიოვიტა“ ორგანულ სასუქს საქართველოში მოპოვებული ნედლეულით აწარმოებს და პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

ინფორმაციისთვის: სოფლის განვითარების სააგენტო პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“ 2013 წლიდან ახორციელებს. მისი მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გადამმუშავებელი და შენახვა რეალიზაციის საწარმოო პროცესების ხელშეწყობის მიზნით ფერმერებისა და მეწარმეების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი სახსრებით.შეღავათიანი აგროკრედიტი აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომია საქმიანობის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ეს იქნება ძირითადი თუ საბრუნავი საშუალებების საჭიროება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები