მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაკლის და ნუშის ასოციაცია: საქართველოს აქვს შესაძლებლობა როგორც ტრეიდერი, ჩამოყალიბდეს ჰაბად

5d9997d1b24b7
ნუცა ბაზლიძე
15.10.19 11:06
2357

„კაკლისა და ნუშის ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი არჯევანიძე გადაცემა „საქმიან დილაში“ საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოში კაკლოვანი კულტურის წარმოების მოცულობა 30-50 ტონაა, რაც საქართველოს ბაზრის 10%-იც არ არის. მოთხოვნა კი, ბალანსდება იმპორტით.


"ჩვენ გაცილებით მეტი გაგვაქვს ექსპორტზე, ვიდრე ვტოვებთ ქვეყანაში. შესაბამისად საქართველოს აქვს შესაძლებლობა ჩამოყალიბდეს ჰაბად, რომელიც გაატარებს ამ კულტურებს და მიაწვდის სხვადასხვა ქვეყნებს. მაგალითად გერმანიას, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდი მომხმარებელია კაკლოვანი კულტურების, სადაც ყველაზე პოპულარული ხდება დიეტური კვება.


არჯევანიძის განმარტებით, კაკლოვან კულტურაზე მოთხოვნას განაპირობებს ტურისტების რაოდენობის ზრდა, საქართველოს, როგორც თხილის ექსპორტიორი ქვეყნის პოპულარიზაცია და ასევე დიეტებისა და კვებითი რაციონის საკითხი, სადაც კაკლოვანი კულტურა, მათ შორის ნუშის გადამუშავებული პროდუქტები, აქტიურად გამოიყენება.


ირაკლი არჯევანიძის თქმით, ამ ეტაპზე საქარველოში კაკლოვანი კულტურის აქტიური იმპორტი ხორციელდება, მათ შორის უკრაინიდან და ყაზახეთიდან.  საქართველოდან  ხორციელდება კაკლოვანი კულტურის რეექსპორტიც. ამ პროცესის წარმართვას კი ხელს უწყობს საქართველოს ხელსაყრელი მდებარეობა, ეს კი „კაკლისა და ნუშის ასოციაციის“ თავმჯდომარის განმარტებით, ქართველი მწარმოებლებისთვის დიდ შესაძლებლობასა და უპირატესობას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, „კაკლოვანი კულტურები საქართველოში: წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი" ამ სახელით რამდენიმე დღის წინ კონფერენცია გაიმართა , რომელსაც კაკლოვანი კულტურის 150-მდე მწარმოებელი, დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც აღმოჩნდა ნიგვზის მოხმარების ზრდასთან ერთად მისი იმპორტი საქართველოში 3 -ჯერ გაიზარდა. ამასთან  “დანერგე მომავალის” პროექტის ფარგლებში ბოლო წლებში ქვეყანაში კაკლოვანი კულტურები 5 000 ჰექტარზეა გაშენებული. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები