საქართველოდან თხილისა და კაკლის ექსპორტი შემცირდა. იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, ღირებულებაში 52,3 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 60 მილიონამდე დოლარს შეადგენდა. მიმდინარე წელს საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზრები თურქეთი, ესპანეთი, საუდის არაბეთი, უკრაინა და ჩეხეთია.
მცირედით გაზრდილია ნუშის ექსპორტი. წლის პირველ 9 თვეში ექსპორტზე 2,9 მილიონი დოლარამდე ღირებულების ნუში გავიდა. მთავარი საექსპორტო ბაზრები ნუშის შემთხვევაში ყაზახეთი, სომხეთი, ლიბია, და უზბეკეთია. ნუშის და კაკლის როგორი მოსავალი აქვს წელს ქვეყანას, რატომ შემცირდა კაკლის ექსპორტი და რამდენად კონკურენტუნარიანია ქართული კაკლოვანი კულტურები საერთაშორისო ბაზრებზე?
სტუმარი: თორნიკე ლათათია - ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი;