მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაკლის გადამუშავებისთვის გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი ₾29 მლნ-ს აჭარბებს - სამინისტრო

კაკლის წარმოება

საქართველოს მასშტაბით, კაკლის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 29 მლნ ლარს აღემატება, მათ შორის, კახეთის რეგიონში გაცემულია 12 მლნ ლარზე მეტი სესხი. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება.

უწყების ცნობით, შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა დედოფლისწყაროს სოფელ სამთაწყაროში კაკლის გადამმუშავებელმა საწარმომ, შპს "რონიმაც", რომელიც მინისტრმა ოთარ შამუგიამ დაათვალიერა.

ცნობისთვის, კომპანია „რონიმ“ საწარმოს შესაქმნელად 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო 1,200 000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

საწარმოს დამფუძნებლის, გურამ ნაკაშიძის განცხადებით, სრული დატვირთვით მუშაობის პირობებში, საწარმოს წარმადობა დღიურად 20-25 ტონა მშრალი კაკლის მიღება იქნება. კომპანია, ამ ეტაპზე, პროდუქციის რეალიზაციას შიდა ბაზარზე ახორციელებს. საწარმოში, აქტიური მუშაობის პერიოდში, 20 ადგილობრივია დასაქმებული.

შპს „რონი“ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარიც არის. კომპანიამ 2017 წელს 17 ჰა-ზე გააშენა კაკლის ბაღი, რისთვისაც სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსება 86,900 ლარის ოდენობით მიიღო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 126 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 270 საწარმოს შექმნა, მათ შორის, კახეთში 23 მლნ ლარითაა თანადაფინანსებული 49 საწარმო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები