მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაკულია ფინანსთა სამინისტროს განმარტებებს სთხოვს - თემა რუსთავის მეტალურგიული ქარხანაა

5c0a6815b4778
სალომე მეცხვარიშვილი
07.12.18 16:29
825
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლოტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ფინანსთა სამინისტროს განმარტებებს სთხოვს.

ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც რუსთავის ფოლადის წინაშე არსებულ პრობლემებს განიხილავენ.

კომპანია აცხადებს, რომ ბაზარზე შემოსული "უხარისხო და დემპინგურფასიანი" არმატურის გამო, ქარხანა დახურვის წინაშე დგას.

რომან კაკულიას თქმით, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ტექნიკური რეგლამენტი, რომელსაც ქვეყანაში ხარისხის კონტროლის მექანიზმები შემოჰქონდა და ის 15 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო.

კაკულიას თქმით, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ამ ნორმების ამოქმედება 15 იანვრამდე გადაიდო.

კაკულია პასუხს სთხოვს ფინანსთა სამინისტროს, დაასახელონ მიზეზი, რატომ გადაიდო ნორმების ამოქმედება.

პარლამენტარი ამბობს, რომ როდესაც მსგავსი ტიპის პრობლემების წინაშე დგას ისეთი დიდი საწარმო, როგორიც "რუსთავის ფოლადია", მინიმუმ განმარტებები უნდა გაკეთდეს, რატომ გადაიდო ნორმის ამოქმედება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები