მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კაკულია-ფოთის ღრმაწყლოვან პორტზე: "არ ვთვლი, რომ ეს ეჭვების გაჩენის საფუძველს იძლევა"

5cef944f6a38b
BM.GE
30.05.19 12:27
798
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, “ფოთის პორტის შემთხვევაში განვითარება უნდა მოხდეს იმ ინფრასტრუქტურის, რაზეც არის საუბარი".

ამის შესახებ დეპუტატმა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისთვის გაცემული ნებართვის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, უკვე გაუქმებულია.

“ფოთის პორტის შემთხვევაში განვითარება უნდა მოხდეს იმ ინფრასტრუქტურის, რაზეც არის საუბარი. ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობა ცდილობს, მაქსიმალურად დააზუსტოს ანაკლიის პორტის პერსპექტივები. ჩემი პასუხი კითხვაზე: ნიშნავს თუ არა ეს რაღაცა პრიორიტეტების ცვლილებას, არის რომ არ ნიშნავს“, - აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე „პირველ რადიოსთან“.

შეგახსენებთ: ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს.

თურნავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მიერ „ეიფიემ ტერმინალსისთვის“ მიწათასარგებლობის ნებართვის გაცემა დარღვევებით მოხდა და შესაბამისად, ბრძანება გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს უფროსი კი, სამსახურიდან გათავისუფლებულია.

თურნავამ ასევე თქვა, რომ სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ, გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებლად იმოქმედა და ის არავისთან შეუთანხმებია, მათ შორის არც - მინისტრთან.

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია პირველმა, 28 მაისს ფოთის მერიამ გაავრცელა, მეორე დღეს კი - ნებართვის მიმღებმა „ეიფიემ ტერმინალსმა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები