"მე ვერ ვიტყოდი, რომ უარყოფითად ვაფასებ, ის ცოტა უცნაური ადამიანია იმ გაგებით, რომ არ იცოდა ალბათ, ზუსტად ის მიდგომები, რაც საქართველოში იყო. მის ცოდნას რაც შეეხება, მე არ ვაფასებ ამას ცუდად, ის საკმაოდ განათლებული ადამიანია, ეკონომიკის ცოდნაც საკმაოდ აქვს, მაგრამ საქართველო ძალიან სპეციფიკური თემაა, აქ ადეკვატურობა სიტუაციის პრაქტიკა უნდა და აქ სიღრმეებში ჩასვლა უნდა, რომ ეს აღიქვა. ჩემი აზრით, მას ამ მიმართულებით ჰქონდა გარკვეული პრობლემა, მაგრამ ეს დაბალანსებადი იყო დროთა განმავლობაში და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ", - "რუსთავი 2"-ის ეთერში ამბობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა დატოვა. სამინისტროში ჯერ-ჯერობით ამ ფაქტს არ ადასტურებენ.

























