„ეს სიტუაცია, რაზეც დარტყმა შეიძლება ყველაფერს ურტყამს. ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ. მათი პასუხი გონივრული უნდა იყოს. უნდა მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ღირდა ამ რისკად, ამის უკან იდგა ნამდვილად ისეთი საქმე, რომელზეც თვალს ვერ დახუჭავდა ვერც პროკურატურა და ვერც სახელმწიფო. ამ შემთხვევაში ქვეყნის ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
თუ არაადეკვატურობასთან გვექნება საქმე, აი მაშინ ყველა ასეთი რისკი და კრიტიკული შენიშვნა იქნება ობიექტური. ამ ეტაპზე წინასწარ შეფასებას არ გავაკეთებ. მოლოდინი მაქვს, რომ ლეგიტიმურ შეკითხვებს პროკურატურა და გამოძიება უპასუხებს“ - განაცხადა კაკულიამ.

























