მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კაკულია: ვფიქრობ, პარლამენტი ასეთ დროს თიბისი ბანკის მხარეს უფრო უნდა იყოს

5c84c20637e96
BM.GE
10.03.19 11:39
1983
"ვფიქრობ, რომ ხელისუფლება კიდევ სხვა თემაა, მაგრამ პარლამენტი ასეთ დროს თიბისი ბანკის მხარეს უფრო უნდა იყოს, ვიდრე პროკურატურის, სანამ არ გაირკვევა დანარჩენი დეტალები,"- განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავჯდომარემ რომან კაკულიამ  გადაცემაში "Forbes კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად". კაკულია ასევე ამბობს, რომ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრულყოფილი პოზიცია არ აქვს. 

"მე ვფიქრობ, რომ სრულყოფილ პოზიციას სჭირდება სრულყოფილი ინფორმაცია. როდესაც ინფორმაცია არ არის სრულყოფილი, ჩემი პოზიციაც ვერ იქნება სრულყოფილი და არის რაღაც სეგმენტები, სადაც მე ინფორმაცია არ მაქვს და ველოდები. ამიტომ ცხადია ბოლომდე ვერ ვყალიბდები, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ხელისუფლება კიდევ სხვა თემაა, მაგრამ პარლამენტი ასეთ დროს თიბისი ბანკის მხარეს უფრო უნდა იყოს, ვიდრე პროკურატურის, სანამ არ გაირკვევა დანარჩენი დეტალები. ამას მე ვამბობ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მარტო ჩვენი მხარდამჭერების ხელისუფლება ხომ არ ვართ? - ჩვენ ოპოზიციის ხელისუფლებაც ვართ და ყველას ხელისუფლება ვართ. თუ საბანკო სექტორი სცოდავს, ამას ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. თუმცა აუცილებელია, რომ ეს იყოს გადაზღვეული. 

თუ ვერ ასრულებს სახელმწიფო ამას [სრულყოფილ გამოძიებას], ისე, რომ სადღაც ცაში ვეძებო პასუხები, რატომ ისე და რატომ ასე, მაშინ კეთილი ინებოს და კარგად შეასულოს და თუ ვერ ასრულებს კიდევ წავიდეს სახლში.

საბოლოო ჯამში ამ შეკითხვებს ჩვენ სად გავექცევით? საერთოდ არ შევდივარ, იმ $17 მილიონის საკითხში - სწორი იყო, არ იყო სწორი უკვე აღარ მაინტერესებს. იმ გაგებით, რომ გამოძიება დაადგენს და მე არ მგონია, რომ აქ საერთოდ არაფერთან გვქონდეს საქმე. მე ამასაც ვიტყვი, იქ რაღაც თემა ნამდვილად არის, რომელიც ალბათ იმსახურებს ყურადღებას და თავისი დიაგნოზის დასმას. მაგრამ, აქ სულ სხვა სფეროში გადავედით.

გადავედით იმიტომ, რომ თუ ასეთ თემას ამზადებ, კეთილი ინებე და ისე მოამზადე, რომ ეს შეკითხვები შემდეგ არ დარჩეს, მე ვეძებო პასუხები 10 წლის წინანადელ საკითხთან დაკავშირებით? კეთილი ინებოს და იმან მოიტანოს ეს პასუხები, ვინც დაიწყო ეს თემა. ჩემი პოზიცია ამ შემთხვევაში იქნება, თიბისი ბანკის მხარდამჭერი იმ ნაწილში, რომ მან და საზოგადოებამ უნდა მიიღოს ეს პასუხები. შემდეგ გადავალ იმ თემაში, $17 მილიონი როგორ მოვიდა და რა იყო,"- ამბობს კაკულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები