მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა - დეპარტამენტი

ქვათაცვენა
15.02.26 21:26
450

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ179–კმ182 მონაკვეთზე (კალა–უშგული) ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.

ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების განმარტებით, შეზღუდვის მიზეზი აღნიშნულ მონაკვეთზე ქვის ცვენა და ზვავსაშიშროებაა.

მათივე ცნობით, აკრძალვა ყველა სახის ავტოტრანსპორტზე ვრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები