თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი ზუსტად 20:00 საათზე დასრულდა და ცნობილი გახდა ეგზიტპოლების შედეგები, რომლებიც კვლევითმა ორგანიზაციებმა სხვადასხვა ტელეკომპანიის დაკვეთით ჩაატარეს.
ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ეგზიტპოლი კომპანია "გორბიმ" ჩაატარა.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 51.3%-იანი მხარდაჭერა მიიღო, რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკა მელიას, მას ამომრჩეველთა 34.6%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატ გიორგი გახარიას 5.6%-მა, ანა დოლიძეს მხარი ამომრჩეველთა 3.1%-მა, "ლელოს" კანდიდატ ანა ბიბილაშვილს - 2%-მა, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატს - 1%-მა, რიჩარდ ოგბუნუჯუს - 0.6%-მა, ხოლო სხვა პარტიების კანდიდატებს ერთად 1.8%-მა დაუჭირა მხარი.
რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, წინასწარი გამოკითხვებით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 47.6%-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 27.1%-მა, პარტიას „საქართველოსთვის“ – 6.8%-მა, "ლელოს" მხარი დაუჭირა 2.8%-მა, ზურაბ ჯაფარიძის "გირჩს" - 0.9%-მა, "ევროპულ საქართველოს" - 2.6%-მა, "ლეიბორისტული პარტიას" - 1.8%-მა, "პატრიოტთა ალიანსს" - 1.6%-მა, "მესამე ძალას" - 1.3%-მა, "მოქალაქეებს" - 1%-მა, იაგო ხვიჩიას "გირჩს" - 0.9%-მა, სხვა პარტიებს კი ჯამში ამომრჩევლების 3,7%-მა მისცა ხმა.
ხმის მიცემის პროცესი ზუსტად 20:00 საათზე შეწყდა. „გორბმა“ ეგზიტპოლის შედეგები ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა.