ენერგეტიკის მინსიტრის კახა კალაძის განცხადებით, მთავრობას აქვს მოსაზრება, რომ დოლარში აღებული კრედიტები ლარში გადავიდეს. კალაძის თქმით, ეს იქნება გარკვეული შვება იმ ადამიანებისთვის, ვისაც კრედიტი დოლარში აქვს აღებული.
„დღეს ყველაზე მტკივნეული ჩვენი მოქალაქეებისთვის არის დოლარის გამყარება ლართან მიმართებით, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს კრედიტები გამოტანილი აქვს ზუსტად დოლარში და ეს ყველაფერი მძიმეა მათთვის. ჩვენ გვაქვს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოვახერხოთ ამ კრედიტების ლარში გადაყვანა, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ხელისუფლებამ. მე დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის განხორციელება გარკვეული შვება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს“,-განაცხადა კალაძემ.

























