მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალაძე: დარღვევების გამო დედაქალაქში 54 ობიექტის მშენებლობა შეჩერდა

5a603c6ba15a7
BM.GE
18.01.18 10:16
1582
თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით სამშენებლო სამართალდარღვევების სტატისტიკა შემაშფოთებელია. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მანვე მოიყვანა სტატისტიკა, რომელიც 2017 წლის 20 ნოემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით სამართალდარღვევებს აღნუსხავს.

კალაძის თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სამშენებლო საკითხების მოწესრიგებაზე ზეპირსიტყვიერი გაფრთილხება მისცა 200-ზე მეტ ობიექტს, 126-ის შემთხვევაში დაიწყო სამართალწარმოება, ხოლო 54 ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა.

კალაძის თქმით, მთლიანობაში ამ მიმართულებით საჯარიმო თანხის ოდენობა შეადგენს 627 ათას ლარს.

"საგანგაშოა ეს ციფრები, რომლებიც წარმოვადგინე. თუმცა, თავი არ უნდა დავუხაროთ ამ გამოწვევებს. პირიქით, უნდა მოვაწესრიგოთ ეს მიმართულება. ჩვენ ვზრუნავთ იმ ადაიანებზე, რომლებიც მუშაობენ მშენებლობებზე",- აცხადებს დედაქალაქის მერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები