მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალაძე გენ.გეგმის ჯგუფზე: სიცრუეა, თითქოს ჩვენი მხრიდან არ იყო კომუნიკაცია

5abb3c7b55ddd
BM.GE
28.03.18 10:54
651
"სიცრუეა, თითქოს ჩვენი მხრიდან არ იყო კომუნიკაცია. პირადად მე რამდენჯერმე შევხვდი ამ კომპანიის წარმომადგენლებს, ჩემს მოადგილეებს და სამსახურის უფროსებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია", - განაცხადა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე, რითიც „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლების მხრიდან გუშინ სასტუმრო „ბილტმორში“ გამოთქმულ ბრალდებას გამოეხმაურა.

გენ.გეგმის განხილვაზე დოკუმენტის ერთ-ერთმა ავტორმა მერია დისკომუნიციაში დაადანაშაულა. მათ შორის მაგალითად მოიყვანა, უცხოელი სპეცალისტების საგანგებოდ ჩამოყვანა, რომელთან შეხვედრაც ქალაქის მერიიდან არავინ ისურვა. არქიტექტორმა მერაბ ბოლქვაძემ, მერიის სამსახურის თანამშრომლები არაპროფეიონალიზმშიც, დაადანაშაულა, რასაც ასევე გამოეხმაურა თბილისის მერი:

"კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის მერიის თანამშრომლებისადმი ცინიკური დამოკიდებულება. მე მხედველობაში მაქვს არქიტექტურის და ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლების მიმართ „სითი ინსტიტუტის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის დამოკიდებულება. ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და არავის ვაპატიებთ ასეთ შეურაცხყოფას", - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები