ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს რაგბის კავშირს სამი ახალი, ულტრათანამედროვე სარაგბო კომპლექსი გადასცა, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება მოცულობა 18 800 000 ლარზე მეტია.
როგორც თბილისის მერმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „მსოფლიო რაგბის კავშირმა ბიძინა ივანიშილი ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ადამიანად მიიჩნია“.
“მიხარია, რომ ჩემს ქალაქში ასეთი პროექტები ხორციელდება; ჯანსაღი ცხოვრების წესი არის მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ დედაქალქში ხორციელდება ამ ტიპის პროექტები, მსგავსი პროექტები განხორციელებულია რეგიონებშიც. ფონ „ქართუს“ მიერ, დაახლოებით, 200 მლნ ლარი არის დახარჯული ქველომოქმედებაში, რომ შექმნილიყო რაგბის ინფრასტრუქტურა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი „მსოფლიო რაგბის“ კავშირმა მიიჩნია ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ადამიანად ქველმოქმედების თვასლაზრისით, რადგან ერთადერთია მსოფლიოში, ვინც რაგბისთვის ამდენი გააკეთა“, - განაცხადა კალაძემ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რაგბის მხარდაჭერის პროგრამა ფონდმა „ქართუმ“ ათი წლის წინ დაიწყო და ფონდის ჯამურმა წვლილმა ქართული რაგბის განვითარებაში თითქმის 200 მილიონი ლარი შეადგინა.
კომპლექსური მიდგომით, ამ პერიოდის განმავლობაში, ფონდმა ერთი მხრივ, ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს, მეორე მხრივ, კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითარა სარაგბო ინფრასტრუქტურა.
წლების განმავლობაში აშენდა, აღიჭურვა და ქართველ მორაგბეებს გადაეცა 15 სარაგბო ბაზა. (მათ შორის თბილისის ცნობილი სტადიონები: შევარდენი, ავჭალა, ლელოარენა, დიღმის ლოკომოტივი, ნუცუბიძის კომპლექსი) რაგბის ცენტრები დედაქალაქის გარდა გაჩნდა: ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, გორში, მარტყოფსა და ასპინძაში.