„ამ კომპანიას შევუჩერეთ ყველანაირი სამუშაოები. ამ კომპანიის წარმომადგენლები თაღლითურად მოქმედებდნენ”,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კომპანიის მშენებლობების უმრავლესობა იყო უნებართვო.
„იყო პრობლემური მშენებლობები. ფინანასური პრობლემები, რომელიც უკვე იკვეთება და ის ადამიანები პროტესტს გამოთქვამენ, ნათელი ხდება ყველაფერი, თუ ვინ არიან ეს ადამიანები და რას წარმოადგენს ეს კომპანია,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
კომპანია "სვეტის" დაზარალებულ მენაშენეებს თბილისის მერი ორშაბათს შეხვდება. დაზარალებულების თქმით, სამშენებლო კომპანიაში თანხა სრულად გადახდილი აქვთ, თუმცა, სვეტის ადმინისტრაციამ ისინი მოატყუა.

























