მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე: კომპანიებს, რომლებსაც საქმიანობა შეჩერებული აქვთ, დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ

5ea029f2ac847
თათია ჩაფიჩაძე
22.04.20 15:26
1099
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, იმ კომპანიებს რომლებსაც ამ ეტაპზე საწარმოო პროცესი შეჩერებული აქვთ, დასუფთავების მოსაკრებელი ჩამოეწერებათ.

"ეკონომიკური საქმიანობის შეღუდვის გამო, იმ მდგომრეობის გამო, რაც ქვეყანაშია, მეწარმეების დიდმა ნაწილმა საქმიანობა შეაჩერა. მერიის საწარომ, "თბილსერვის ჯგუფმა" აღრიცხა ასეთი საწარმოები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ დროის განმავლობაში, რა დროითაც საქმიანობა ექნებათ შეჩერებულები.

ამას გარდა, იცით, რომ პარასკევს წარმოდგენილი იქნება სოციალური პაკეტი, რომელზეც დიდი ხანია ვმუშაობთ. აქ ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები და მიწოდებული იქნება საზოგადოებისთის, რა დახმარებები გაკეთდება მომდევნო თვეების განმავლობაში", - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები