მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე: მაჭავარიანის ქუჩაზე საპრევენციო სამუშაოების მეორე ეტაპს უახლოეს მომავალში დავიწყებთ

608d3620400d5
BM.GE
01.05.21 15:04
635
მაჭავარიანის ქუჩაზე მდებარე მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოების მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ვიდეოჩართვისას ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიამ მეწყერსაშიშ ზონაში შესაბამისი ღონისძიებები პირველივე დღეებიდან გაატარა.

„ე.წ. ექსპერტების მხრიდან დიდი კრიტიკა მოდიოდა, რასაც ჩვენ ნამდვილად არ ვიმსახურებდით. პირველივე დღიდან, როგორც კი გაჩნდა საფრთხე, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, რათა მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო. გზა ჩაიკეტა, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა. ამჟამად კი კონკრეტული არეალი მზადდება უკვე შემდეგი ეტაპისთვის. როგორც კი პროექტი მზად იქნება, მეორე ეტაპს დავიწყებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ვაშლიჯვრის ფერდზე არსებულ ვითარებაზე ვიდეომიმართვაში მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმაც ისაუბრა.

მისი თქმით, გუშინ დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის დროს, მეწყრულ ზონაში მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობდა. ტერიტორიაზე რაიმე სახის გადაადგილება არ მომხდარა და მაჭავარიანის ქუჩა არის უსაფრთხო.

„გუშინ დედაქალაქში უხვი რაოდენობის ნალექი მოვიდა. პირველივე წუთებიდან კონკრეტულ ლოკაციებზე იყო მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ. დღეს, დილას, დამატებით მოხდა გეოდეზისტების მიერ კონკრეტული ნიშნულების აღება, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით, რაიმე სახის გადაადგილება შეინიშნებოდა თუ არა მეწყრის მასასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინდელ უხვ ნალექს არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია და იგივე მდგომარეობა გვაქვს.

ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ადგილი არის სრულიად უსაფრთხო. როგორც იცით, პირველი რიგის სამუშაოები უკვე ჩატარებულია. უახლოეს დღეებში გვექნება დეტალური დაექსპერტებული პროექტი, რის მიხედვითაც მეორე ეტაპის სამუშაოებს დავიწყებთ - ეს გულისხმობს უშუალოდ მეწყრის გამაგრებას. შესაბამისად, მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები