მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე, მდინარაძე, წულუკიანი - ესტონეთმა სანქცირებულთა სია გამოაქვეყნა

მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სანქცირებულთა სია, რომელთა სანქცირებაზეც გუშინ, 15 დეკემბერს, გაავრცელა ინფორმაცია. სანქცირებულთა შორის პრემიერის ირაკლი კობახიძის გარდა არიან მოსამართლეები, გენერალური პროკურორი და "ქართული ოცნების" ლიდერები.

  • კობა ჩაგუნავა – მოსამართლე
  • გიორგი გაბიტაშვილი – მთავარი პროკურორი
  • ნინო ენუქიძე – მოსამართლე
  • კახა კალაძე – თბილისის მერი
  • კოკა კაციტაძე – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი
  • გრიგოლ ლილუაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი
  • ირაკლი კობახიძე – „ოცნების“ მთავრობის პრემიერი
  • მამუკა მდინარაძე – „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი
  • ლელა მილდენბერგერი – მოსამართლე
  • დიმიტრი სამხარაძე – „ოცნების“ წევრი
  • ლელა ცაგარეიშვილი – მოსამართლე
  • მანუჩარ ცაცუა – მოსამართლე
  • ზვიად ცეკვავა – მოსამართლე
  • თეა წულუკიანი – კულტურის ყოფილი მინისტრი

ესტონეთმა უკვე დაასანქცირა 11 მაღალი თანამდებობის პირი, 2 დეკემბერს ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად, მათ შორის სავიზო სანქციები დაუწესეს ბიძინა ივანიშვილსა და შსს-ს 10 მაღალჩინოსანს.

"ესტონეთმა დამატებით 14 ადამიანი დაამატა სანქცირებულთა სიას მათ შორის პრემიერი ირაკლი კობახიძე. ვიმედოვნებ, რომ დღეს მივაღწევთ იმ შედეგს რომ შეგვეძლება ავკრძალოთ დიპლომატიური პასპორტები ასევე ზოგიერთი პერსონალური პასპორტის, მაგრამ საუბარი ბევრად უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს. რაც ახლა საქართველოში ხდება დემოკრატიული არ არის. ეს ძალადობა ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება. ამასთან ადრეც ვთქვი რომ არ ვაპირებ ვცნო არჩევნების შედეგები როგორც გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული, რადგან ასეთი არ ყოფილა. ასე რომ მოხარული ვარ, რომ ამას განვიხილავთ. ასევე გვაქვს სხვადასხვა ზომების სია. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს საკუთარი ხალხის მიმართ, ასევე არსებობს მომავალში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები