თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ ,,ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროექტი ხელახლა მომზადდება.
მისი განცხადებით, ჩატარებული საექსპერტო-კვლევითი სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ არსებული კონსტრუქციებიდან გამომდინარე, პროექტი უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამებოდა, შესაბამისად პროექტირება თავიდან უნდა განხორციელდეს.
,,პროექტი იყო არასწორად გაკეთებული, არასწორად შედგენილი და თავიდან მოგვიწია მუშაობის დაწყება. მესმის მოსახლეობის, რომ სადგურის ასეთ მდგომარეობაში ფუნქციონირება არ არის კომფორტული, მაგრამ ეს არის ის შემთხვევა, როცა ჩვენთვის პრიორიტეტია არა სიჩქარე, არამედ ხარისხი და მოქალაქეების უსაფრთხოება. ძალიან მალე პროექტიც იქნება და სამუშაოებსაც დავიწყებთ“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ რეაბილიტირებული მეტროსადგურის ჭერი 1 წლის წინ ჩამოინგრა, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
კალაძის ინფორმაციით, 20 თებერვლისთვის დასრულდება მეტროსადგურ ,,ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშოები. ასევე, უახლოეს ხანებში გამოცხადდება ტენდერები სადგურების - ,,ისნის“, ,,თავისუფლების მოედნის“, ,,რუსთაველის“, ,,მარჯანიშვილის“, ,,წერეთლისა“ და ,,სადგურის მოედნის“ სამივე ამოსასვლელის პროექტირებაზე.

























