მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალაძე მინისტრობის პერიოდს იხსენებს: ყველა ამბობდა, აბა, კალაძე სად არის? დენი გამოუშვით!

5cada4b955ac6
ლიკა გურაბანიძე
10.04.19 12:06
755
“ყველა ამბობდა, რომ, აბა, კალაძე სად არის, ელექტროენერგია გამოუშვით,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ამ განცხადებით კალაძემ, მეტროში ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებით გაავლო პარალელი და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები წარსულშიც ხდებოდა, თუმცა ეს არ ხმაურდებოდა.

„ერთ-ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა, რომელიც მეტროში უკვე ძალიან დიდი ხანია მუშაობს - მითხრა, რატომ ხდება დღეს ყველა დაზიანება საზოგადოებისთვის ცნობილი? რადგან ეს წლების განმავლობაშიც ხდებოდა და ამაზე არავინ საუბრობდა.

საზოგადოებას პირადად ჩემს მიმართ მეტი მოთხოვნა აქვს და შესაბამისად, ეს არ უნდა გაგიკვირდეთ,“ - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულება გასაკვირი არ არის, რადგან ის პოლიტიკური ფიგურაა და საზოგადოებას მისი იმედი აქვს.

„მახსოვს, როდესაც ენერგეტიკის მინისტრად დავინიშნე და როდესაც ელექტროენერგიის გათიშვა ხდებოდა, ხოლო ეს რა თქმა უნდა, თელასის პრობლემა იყო, რადგან ავარიები ხდებოდა. სანამ ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაში, მანამდეც იყო და ახალი არ არის. ყველა ამბობდა, რომ აბა კალაძე სად არის, ელექტროენერგია გამოუშვით!

ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს დამოკიდებულება არ უნდა გაგიკვირდეთ. მე პოლიტიკური ფიგურა ვარ, პარტიის გენერაური მდივანი და ხალხს ჩვენი დიდი იმედი აქვს,“ - განმარტა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები