მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალაძე მშენებლობებზე სატვირთო მანქანების გასარეცხი ადგილების გამოყოფას ითხოვს

5a3a03a69b47c
BM.GE
20.12.17 10:29
1558
კახა კალაძე სამშენებლო ადგილებზე სატვირთო მანქანების გასარეცხი ადგილების გამოყოფას ითხოვს. თბილისის მერის განცხადებით, სატვირთო ავტომობილები, რომლებიც სხვადასხვა მშენებლობებს ემსახურებიან ქალაქს აბინძურებენ.

„ხშირად არის შემთხვევა, როდესაც სატვირთო მანქანები შედიან სამშენებლო მოედანზე და მთელ ქუჩებს აბინძურებენ. სრული კატასტროფა ხდება ამ მიმართულებით და მე მინდა ვთხოვო ზედამხედველობას და არქიტექტურის სამსახურს, რომ არცერთი ნებართვა არ უნდა იყოს გაცემული თუკი სამშენებლო ადგილებზე არ მოეწყობა ადგილი, სადაც მანქანების ჩამორეცხვა იქნება შესაძლებელი. ცენტრალურ ქუჩებზე ეს ნაგავი არ უნდა გამოიტანონ“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები