თბილისის მერი კახა კალაძე "სინოფარმის" კოვიდ-ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქზე" თავად ავრცელებს.
"უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. დღეს ,,სინოფარმით“ ავიცერი ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში", - წერს დედაქალაქის მერი.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ უკვე 93 305 ადამიანი აიცრა.




























