მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე საზოგადოებას განსახილველად სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის ორ პროექტს სთავაზობს

5c10bcd2508d2
თათია ჩაფიჩაძე
12.12.18 11:40
1393

მერია სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციას იწყებს.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, მერია ორ ვერსიაზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც  რესტორნის და გადმოსახედი სივრცეები მოწყობა იგეგმება.

კალაძის თქმით, პროექტზე ესტონურმა კომპანიამ იმუშავა, მისი განხორციელება კი, დაახლოებით, 10 მილიონი ლარი დაჯდება.

„მე ამ თემაზე არჩევნების წინაც ბევრი მაქვს ნასაუბრები. ვიდეოც კი გვქონდა გაკეთებული, თუ როგორ წარმოგვედგინა ამ პროექტის განხორციელება. გარდა მოდერნიზაციისა, ეს ითალისწინებს ვიზიტორთა ცენტრის შექმნას. კონცეფცია ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექსტმა“ შეიმუშავა, სხვათაშორის, მას ბევრი ასეთი პროექტი აქვს განხორციელებული.

რამდენიმე ვერსია იქნა მერიაში გადმოგზავნილი და განხილულ იქნა კულტურის საბჭოზე. მოხდა ორი ვარიანტზე შეჯერება, რენდერების სახით არსებობს ეს პროექტები. პროცესში ჩართული იყო ჩვენი კულტურული საბჭო და ასევე კულტურისა და ისტორიის წარმომადგენლები. დღეს აქ გვესწრებიან და მადლობა მინდა გადავუხადო განხილვაში მონაწილეობის მიღებისთვის და იმისთვის, რასაც ქალაქისთვის აკეთებენ.

გაჩვენებთ ვიზუალურ ნაწილს, თუ როგორი იქნება ეს სატელევიზო ანძა. აქ მოეწყობა ვიზიტორთა ცენტი, არის შესაძლებელი რესტორნის პროექტი განხორციელებაც, ასევე შესაძლებელია, ზემოთა ნაწილი იყოს გადმოსახედი, პანორამული ლამაზი სივრცე. გვაქვს ორი ვარიანტი, რომელსაც ინტერნეტში გავარცელებთ და გვაინტერესებს საზოგადოების დამოკიდებულება", - განაცხადა მერმა.

მისი თქმით, ადგილზე უნდა განთავსდეს ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც გათვლილი იქნება 300 ათას ვიზიტორზე.

"ამ პროექტის ფარგლებში, აქ იქნება რესტორანი, გადმოსახედები; 75 მეტრის სიმაღლეზე იქნება ეს ობიექტი. პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება დავასაქმოთ 50 ადამიანი. ყველა ქალაქში ანძა სადაც არსებობს, არის ტურისტული მიზნებისთვის და ჩვენც არ ჩამოვრჩებით მათ და სწორად გამოვიყენებთ.

პროექტის განხორციელება 10 მილიონი დაჯდება. ჩვენ ამ პროექტს და ასევე მუხიანის პროექტს, რომელზეც ვსაუბრობდი, ორივეს წარვუდგენთ ბიზნეს სექტორს. რადიო ქალაქზე მაქვს საუბარი მუხიანში არის ეს სივრცე“, - განაცხადა კალაძემ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები