მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალაძე ხაზარაძის პარტიას "ქართული ოცნებისთვის" განსაკუთრებულ კონკურენტად არ აღიქვამს

5d7765a9913dc
ელენე გოგბერაშვილი
10.09.19 13:00
740
თბილისის მერი კახა კალაძე მამუკა ხაზარაძის პარტიას „ქართული ოცნებისთვის“ განსაკუთრებულ კონკურენტად არ აღიქვამს.

როგორც კალაძე ამბობს, პოლიტიკური პარტიის მიმართ მხარდაჭერა დამოკიდებულია საზოგადოებაზე, ასევე პოლიტიკური ფიგურის წარსულსა და აწყმოზე.

„ის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს უამრავი პარტია, ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ ცუდია, რადგან ზოგადად პარტიის არსებობას ხშირად აქილიკებენ ხოლმე, თუმცა პარტიების არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატული განვითარებისთვის.

მე ამას დავუკავშირებ ჩვენ მიერ ინიცირებულ ცვლილებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, თუ მას ექნება მხარდაჭერა, მოხვდეს 2020 წლის პარლამენტში. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ხედვებს წარუდგენენ მოსახლეობას.

როცა პოლიტიკაში შემოდიხარ, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, წარსულს, აწმყოს და რას ჰპირდები მომავალში.

ყველა პოლიტიკურ პარტიას აღვიქვამ კონკურენტად, რომელიც არის ოპოზიციაში, ეს შეიძლება იყოს ერთკაციანი, ორკაციანი, სამკაციანი. ხაზარაძეს ნამდვილად ვერ გამოვყოფდი განსაკუთრებულად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობასთან ერთად პოლიტიკურ პარტიასაც აფუძნებს. როგორც ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, ამის შესახებ ისინი ოფიციალურად რამდენიმე დღეში განაცხადებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები