მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალაძემ გელოვანის პანდუსი გახსნა - "ემოციურ ფონზე პროექტების დავიწყება არ შეიძლება"

5d0fc83c340bb
შოთა ტყეშელაშვილი
23.06.19 22:14
2206
ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მარშალ გელოვანზე ახალი პანდუსი გახსნა. კალაძის თქმით, 20 ივნისის ღამე მძიმე სანახავი იყო, თუმცა ამ ვითარებაში სახელმწიფო პროექტების გვერდზე გადადება არ უნდა მოხდეს. კალაძის შეფასებით, ახალი პანდუსი აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობას განტვირთავს.

"ის რაც 20 ივნისის საღამოს მოხდა, ძალიან მძიმე სანახავი იყო, ამდენი დაშავებული ადამიანი, უმძიმესი კადრები ვნახეთ, ამაზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანებს, იმ კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს, ვინც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდა პოლიტიკური შტურმისკენ და პარლამენტში შევარდნისკენ. ამას, ამ ლიდერების მიმართულებით აუცლებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება. რა თქმა უნდა, ამ ემოციურ ფონზე, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ქალაქსა და ქვეყანაში განსახორციელებელი პროექტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თბილისელებისთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, მე დღეს მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ეს კონკრეტული პროექტი, რომელიც არის მარშალ გელოვანთან დამაკავშირებელი ორკვანძიანი პანდუსი, დღეს დამთავრებულია. დღეიდან, თბილისის მოსახლეობას, მძღოლებს, აქვთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ამ კონკრეტული გზით, ძალიან მაგარი პროექტი გამოვიდა,"- ამბობს კალაძე.

მარშალ გელოვანის პანდუსის გახსნა:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები