მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძემ ნარმანიას დროს დაწყებული პროექტი შეაქო: ეს ძალიან საინტერესო იყო

5b74266a6d46a
თელარა გელანტია
15.08.18 17:07
882
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, შარტავას ქუჩაზე გზის მთელ სიგრძეზე ველობილიკი მოეწყობა.

ამის შესახებ დღეს კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ შარტავას ქუჩაზე დაახლოებით, 1კმ-იანი გზის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დაიწყება და სექტემბერში დასრულდება.

პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 3.2 მლნ ლარამდე დაიხარჯება.

„გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, ახალი სანიაღვრე სისტემა და გზის ორივე მხარეს მოწესრიგდება ტროტუარები, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. ტროტუარზე ასევე მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები - როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია. საპროექტო გზის მთელ სიგრძეზე გაკეთდება ველობილიკი, რომელიც დაუკავშირდება და შეუერთდება კოსტავას ქუჩას, ასევე, პეკინს და შეიძლება ითქვას, რომ ერთი დიდი წრე შეიკვრება და მგონია, რომ ეს ძალიან საინტერესო და კარგი პროექტია“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ველობილიკის პირველი პროექტი, რომელიც გახორციელდა, ძალიან კარგი იყო.

„უბრალოდ, ეს იყო ძალიან პატარა - 900 მეტრის სიგრძის იყო და ამ პროექტების განხორციელებით, ეს წრე შეიკვრება. თუმცა სამომავლოდ ველობილიკს აქვს შესაძლებლობა, რომ გაიზრდოს მასშტაბები სხვადასხვა პროექტების განხორციელებით, რომელსაც ჩვენ მომდევნო წლებში ვგეგმავთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები