ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, გამოკითხულთა 53% თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს (15%- ძალიან კარგად, 38%- კარგად). 31% კალაძის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 12% ცუდად, ხოლო 4% კი კითხვაზე პასუხობს: არ ვიცი. კახა კალაძის შეფასებაში მონაწილეობა მხოლოდ თბილისში მაცხოვრებლებმა მიიღეს.
NDI-ის კვლევა 20 მარტიდან 4 აპრილს პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში 2194 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევა პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა.

























