“კიკვიძის ბაღში ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია”- ამის შესახებ BM.GE-ის თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. კალაძის განმარტებით, გამწვანების სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.
“კიკვიძის ბაღში ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. სულ რამოდენიმე დღე დარჩა. ალბათ შეიძლება გავაჩეროთ და გაზაფხულზე დავიწყოთ მაგალითად, ბალახის დათესვა იმისთვის, რომ ამ მიმართულებით პრობლემები არ შეიქმნას. სხვა დანარჩენი ძირითადი სამუშაოები დამთავრებულია", - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.
სარეაბილიტაციო სამუშაოები კიკვიძის ბაღში 2019 წლის აპრილში დაიწყო, ხელშეკრულებით კი მისი დასრულება 225 დღეში იგეგმებოდა, თუმცა, ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების თანახმად ამ ვადამ 2019 წლის 30 ნოემბრამდე გადაიწია. სამუშაოებს კომპანია “ინშაათი საქართველო" ახორციელებს, პროექტის ღორებულება 4 707 805 ლარია.