მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველომ პორტუგალია 92:78 დაამარცხა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა პორტუგალიას უმასპინძლა და ანგარიშით 92:78 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები პირველ ნახევარში მეტოქეს 10 ქულით ჩამორჩა, თუმცა დიდ შესვენებამდე სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა (38:42), რასაც შემდეგ 17:0 გაქცევა და 11-ქულიანი უპირატესობა მოჰყვა. მეოთხე პერიოდში პორტუგალიამ სხვაობის 5 ქულამდე შემცირება შეძლო, მაგრამ მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე სანაძისა და მერკვილაძის სამქულიანებით საქართველო 83:70 დაწინაურდა და საბოლოო გამარჯვებამდე მივიდა.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი, 22 ქულა მარკის რიდმა ჩააგდო. 17 ქულა ჰქონდა ალექსანდრე მერკვილაძეს, 15 - რატი ანდრონიკაშვილს, 14 - თორნიკე შენგელიას, 12 კი დუდა სანაძეს.

შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა 26 ნოემბერს საბერძნეთში გამართული დაძაბული ოვერტაიმის (92:88) შემდეგ, ორდღიანი შესვენებით ითამაშა. პორტუგალიას ამ შესარჩევ ეტაპზე მანამდე ესპანეთი, უკრაინა და საბერძნეთი ჰყავდა დამარცხებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები